თავში

ხვალ ჰაწვალზე სათხილამურო სეზონი გაიხსნება

ხვალ ჰაწვალზე სათხილამურო სეზონი გაიხსნება
ხვალ ჰაწვალზე სათხილამურო სეზონი გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მესტიაში, ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსს 21 დეკემბერს ოფიციალურად გახსნის.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტზე ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და 7 კმ-ნი 5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან.
21 დეკემბრიდან საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ -კვირას კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. შაბათ-კვირას კურორტზე შესაძლებელია ღამის სრიალი 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.

ჰაწვალი იქნება პირველი სათხილამურო კომპლექსი, რომელიც 2019 -20 წლის სათხილამურო სეზონს გახსნის, სწორედ ჰაწვალი უმასპინძლებს საქართველოს თასის პირველ ეტაპს 27-28 დეკემბერს.

ცნობისთვის სათხილამურო სეზონის გახსნა გუდაურში 22 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system