თავში

კიდევ რამდენ ოჯახს ექნება გაზი 2020 წელს

კიდევ რამდენ ოჯახს ექნება გაზი 2020 წელს

2020 წელს სულ მცირე, 17 ათასი ოჯახის გაზიფიცირება იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მისი უწყების პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.


„კონკრეტული პროგრამებიდან მე გამოვყოფდი პირველ რიგში, გაზიფიცირების პროგრამას, რომელიც წელს დაიწყო და 2020 წელს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება გაზიფიცირების პროგრამა. აქ ემატება ჩვენს ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი და ჯამში, 60 მლნ ლარს შეადგენს გაზიფიცირების ბიუჯეტი.

ჩვენ ვგეგმავთ 97 დასახლებულ პუნქტში, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი, შევიყვანოთ ინფრასტრუქტურა და ეს ნიშნავს, რომ გაისად, სულ მცირე 17 ათასი ოჯახი მიიღებს ამ სიკეთეს და მეორეს მხრივ, ამით იქმნება ძალიან კარგი პირობები მცირე ბიზნესის განვითარებისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

გარდა ამისა, მომავალი წლისთვის, როგორც მინისტრმა განმარტა, ეკონომიკის სამინისტროს ერთ–ერთი მიზანი კაპიტალური პროექტების დაჩქარებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system