თავში

კინოს ეკონომიკური სარგებელი

კინოს ეკონომიკური სარგებელი
კინოს ეკონომიკური სარგებელი

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში.

სახელწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" წლიბია მუშაობს კინოინდუსტრიის გამოსაცოცხლებლად. პროგრამის კინოინდუსტრიის წამახალისებელი კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებულია31 უცხოური პროექტი.

2019 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 31 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 16 ფილმზე კი გადაღებები უეხლოეს მომავალში დაიწყება, ან უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 113.2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 17 150-ს გადააჭარბებს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში 10 პროექტს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

2019 წელს პროგრამის ფარგლებში, პირველი ჰოლივუდის პროექტის გადაღებები, კერძოდ ამერიკული ცნობილი ფილმის "ფორსაჟი 9" გადაღებები განხორციელდა.

პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
კინომცოდნეები საქართველოს პოპულარიზაციას კონოინდუსტრიაში ცალსახად დადებითად აფასებენ და ხელისუფლებას "გადაიღე საქართველოში-ს" დაფინანსებვის ზრდას ურჩევენ. მათი თქმით, კინოინდუსტრია კავშირშია ეკონომიკის ყველა სექტორთან, რადგან კინოწარმოებიდან შემოსული თანხები პირდაპირ ეკონომიკაში იხარჯება. მათი თქმით, ის, ტურიზმის მსგავსად, შემოსავლებს უზრდის კვების ობიექტებს, სასტუმროებს და წარმოებასაც კი.

ახალგაზრდა დოკუმენტალისტი, გიგი საგინაძე repor.ge-სთან საუბრისას საკუთარი გამოცდილებით ამტკიცებს, რომ ხელოვნების ერთ-ერთი უმთავრესი მიმდინარეობა, კინოინდუსტრია, ეკონომიკის ანგარიშგასაწევი დარგიცაა. 

"პატარა დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ ოქროს წარმოებაზე, უცხოური კომოპანიის დაკვეთით. ქუთაისის სამკერვალოს მივეცით შეკვეთა მუშა-პერსონალის უნიფორმებზე. ეს იყო საკმაოდ მსხვილი შეკვეთა. ახლა ვმუშაობ ფრანგული კომპანიის შეკვეთაზე და დიდი ალბათობით დამჭირდება მაკეტების შექმნა. დამჭირდება ქსოვილის მსხვილი პარტიაც, რადგან გადაღების ნაწილი სტუდიური იქნება და ქსოვილით უნდა შევქმნა ბეგრაუდის ფობები. მომიწევს მხატვრებისა და დიზაინერერსბის დაქირავებაც. ეს არის პატარა და მხოლოდ ორი მაგალითი, რომელიც ნათლად გვაჩვენებს რამხელა მასტიმულირებელი შეიძლება გახდეს კინოწარმოება მთელი ეკონომიკის. ეს მთელ მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა, რასაც საქართველო კარგად იყენებს ბოლო 3-4 წელია და კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს, ამ მხრივ, მუშაობა," - გვითხრა საგინაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system