თავში

მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები დახურული რჩება

კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები დახურული რჩება
მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები დახურული რჩება

ჯანდაცვის მინისტრმა სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, აკრძალულია სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები მანამ, სანამ მთავრობა შესაბამის დადგენილებას არ გამოსცემს.

ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, სავაჭრო ცენტრებმა აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.

ერთიან შესასვლელთან უნდა მოეწყოს თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.

შეგახსენებთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ტიპის მაღაზიების, ბაზრობების, სავაჭრო ცენტრების და მოლების ფუნქციონირება პირველი ივნისიდან განახლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system