თავში

კლინიკებს ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ

​კლინიკებს ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ
კლინიკებს ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ

კლინიკებს ელექტროენერგიის კომუნალური გადასახადი შესაძლოა დაუსუბსიდირდეთ. ამის შესახებ “ევექსი ჰოსპიტლებში” აცხადებენ. კლინიკების გაერთიანებაში ამბობენ, რომ საკითხი განიხილეს სამი დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრისა და სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც სექტორში დაგროვებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.

“მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ ეკონომიკურ გუნდთან შეთანხმებით, გაძვირებულ კომუნალურ ტარიფებზე შესაძლოა მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს დროის მოკლე მონაკვეთში მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო გრძელვადიან საკითხებზე ვიმუშაოთ”,- აცხადებენ  “ევექსი ჰოსპიტლების” მენეჯმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system