თავში

კლუბები თბილისში დღეს ივენთებს მაინც ჩაატარებენ

კლუბები თბილისში დღეს ივენთებს მაინც ჩაატარებენ
კლუბები თბილისში დღეს ივენთებს მაინც ჩაატარებენ

თბილისში არსებული კლუბები ღონისძიებებს დღეს შრომის ინსპექციის აკრძალვის მიუხედავად მაინც ჩაატარებენ. ამის შესახებ კლუბ "მტკვარზე" დამფუძნებელმა ქეთა გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოსთან შეხვედრა ორჯერ, მინისტრის გადადგომის, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის მივლინების გამო გადაიდო. 

ქეთა გაბუნიამ Facebook-ზე დაწერა, რომ კლუბების გახსნასთან დაკავშირებით ყველა საკითხი, მათ შორის სავენტილაციო სისტემის სიმძლავრეები, ტევადობა და კლუბში ოპერირების საკითხები შეთანხმებული იყო. 

"2 წლიანი ლოდინის მერე, ძლივს ვიხსნებით.

იმის ფონზე, როცა ათასობით ადამიანს კრებენ მოედნებზე საახალწლო ღონისძიებებზე, თურმე კლუბები საფრთხის შემცველი ადგილები ვართ.

თვეებია მიდის კვლევები, გახსნის პროტოკოლის შემუშავება, წესების დადგენა და უსაფრთხო ივენთებისთვის მომზადება, რომ უბრალოდ არ გავნადგურდეთ და ახალი წლის პერიოდი მაინც გამოვიყენოთ ოდნავ გონზე მოსასვლელად.

აბსოლუტურად ყველა პუნქტი გავლილი და შეთანხმებულია, სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობის და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული.

მათ დიდი ხანია იციან რომ 17-18 დეკემბერს ვიხსნებით და ოფიციალურ დასტურს საკოორდინაციო საბჭოსგან ველოდებოდით დღესაც, რადგან წინა 2 გადაიდო ჯერ მინისტრის გადადგომოს და შემდეგ პრემიერის მივლინების გამო.

აი ახლა, საღამოს 6 საათზე ვკითხულობთ ამას. რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა.

დღეს ჩატარდება ივენთები!!!", - განაცხადა ქეთა გაბუნიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system