თავში

კობა გვენეტაძე მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტს არ ელოდება

კობა გვენეტაძე მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტს არ ელოდება
კობა გვენეტაძე მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტს არ ელოდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის, კობა გვენეტაძისთვის, ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფითი მოლოდინი არსებობდა ფულად გზავნილებთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, კობა გვენეტაძისთვის დამაკმაყოფილებელია, რომ მაისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება მხოლოდ 9.6%-ია.

„ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია: თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფით მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე,”- წერს კობა გვენეტაძე.

2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system