თავში

კობა გვენეტაძე: თუ ახალში გადავალთ, ძველ ოფისს გავყიდით

კობა გვენეტაძე: თუ ახალში გადავალთ, ძველ ოფისს გავყიდით
კობა გვენეტაძე: თუ ახალში გადავალთ, ძველ ოფისს გავყიდით

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ თუ სებ-ი ახალ ოფისს აიშენებს, ძველ ოფისს გაყიდის. გვენეტაძის თქმით, ამით სებ-ი ახალი ოფისის ხარჯებს აღიდგენს.

“თუ დადგა ეს მომენტი და ვთქვათ, აშენდა ახალი ოფისი, დღევანდელი ოფისი გაიყიდება და, თავისთავად, ის მოხმარდება ამის დაფინანსებას. თავისთავად რომ ეს ძალიან დიდი თანხაა, არ არის სწორი, რადგან ის შენობა, რომელიც აქვს ეროვნულ ბანკს გაიყიდება და გარკვეულწილად მისი დაფინანსება, თუ აშენდა ეს შენობა,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

2019 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სებ-ი 50 მილიონად ახალი ოფისის მშენებლობის დაგეგმვისთვის გააკტირიკა. პრემიერის აზრით, ოფისის შექმნა გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯებითაც შესაძლებელია.

ამჟამად, სებ-ი იუსტიციის სახლის შენობაში სანაპიროს ქუჩაზე ფუნქციონირებს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system