თავში

კომერციული ბანკების აქტივები 54.34 მლრდ ლარია

კომერციული ბანკების აქტივები 54.34 მლრდ ლარია
კომერციული ბანკების აქტივები 54.34 მლრდ ლარია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.37 მლრდ ლარით, ანუ 6.61 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.26 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ოქტომბრისათვის 54.34 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.46 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.04 პროცენტია.

ცნობისთვის, 2020 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system