თავში

კომერციულმა ბანკებმა 248.6 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს

კომერციულმა ბანკებმა 248.6 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს
კომერციულმა ბანკებმა 248.6 მლნ ლარის ქონება დაისაკუთრეს

2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 248.6 მლნ ლარი შეადგინა.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიტიკურ ანგარიშში. 

მიმოხილვის თანახმად, წლიურ ჭრილში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 37.7 მლნ ლარით გაიზარდა. 

2019 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 210.9 მლნ ლარი იყო.

შეგახსენებთ, 2020 წელს საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 99.262 მლნ ლარი შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system