თავში

კომპანია ByteDance-მა $45 მლრდ-ით იზარალა

კომპანია ByteDance-მა $45 მლრდ-ით იზარალა
კომპანია ByteDance-მა $45 მლრდ-ით იზარალა

ჩინურ კომპანია ByteDance-ს, რომელიც სოციალური ქსელი TikTok-ის მფლობელია, 2020 წელს 45 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით წმინდა ზარალი ჰქონდა. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal კომპანიის თანამშრომლების მიერ გავრცელებულ წერილზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, ფინანსური ზარალის მიზეზი ბუღალტრული აღრიცხვის კორექტირება გახდა.

გასულ წელს ByteDance-ის საოპერაციო ზარალი 2.1 მილიარდი დოლარი ჰქონდა. ამავდროულად, კომპანიის შემოსავალი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გაორმაგდა და  34.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ByteDance  2012 წელს დაარსებული ჩინური კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი პეკინშია. იგი ფლობს არაერთ ინტერნეტ სერვისს, მათ შორის სოციალურ ქსელ TikTok-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system