თავში

კომპანიების უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობას უცვლელად ინარჩუნებს - BAG

კომპანიების უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობას უცვლელად ინარჩუნებს - B
კომპანიების უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობას უცვლელად ინარჩუნებს - BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში აჯამებენ. 2021 წლის პირველ ნახევარში, მზარდი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, კომპანიების დიდმა ნაწილმა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა.

ბიზნეს ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტლიდან ზრდის ტემპი შენელდა, რადგან გამოკითხულთა უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობის უცვლელად ინარჩუნებს. კერძოდ, 2021 წლის III კვარტალში, გამოკითხულთა 66%-ს, ხოლო IV კვარტალში - 75%-ს არ შეუცვლია დასაქმებულთა რაოდენობა. ბოლო კვლევის თანახმად, აღნიშნული ტრენდი გრძელდება - გამოკითხულთა 71%, 2022 წლის I კვარტალში, არ გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას.

BAG ინდექსი, კომპანიებში გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილების პარალელურად, მომდევნო სამი თვის განმავლობაში დასაქმების მოსალოდნელ ცვლილებასაც იკვლევს. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი სწორედ ამ მოლოდინებს აჯამებს და აგრეგირებული სახით წარმოგვიდგენს კომპანიების გეგმებს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებასთან დაკავშირებით. დასაქმების ბარომეტრი მიმდინარე, IV კვარტალში, მცირედით გაუმჯობესდა, რაც დასაქმების ზრდის მოლოდინის მქონე კომპანიების წილის ზრდაზე მიუთითებს (მთლიანად გამოკითხულთა შორის). თუმცა, მცირედი ცვლილებების მიუხედავად, 2021 წლის განმავლობაში, დასაქმების ბარომეტრი მეტნაკლებად ერთ დონეზეა, რაც დასაქმებასთან დაკავშირებული მოლოდინის სტაბილურობას ასახავს. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში დასაქმების ბარომეტრი 2020 წლის მდგომარეობასთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ეს ზრდა, ისევ და ისევ, ეკონომიკის გააქტიურებისა და ბიზნესის პანდემიურ გარემოსთან მორგების შედეგია.

დასაქმების ბარომეტრი BAG ინდექსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მოსაზრებებს აჯამებს. კვლევის შედეგები ასოციაციის ვებ-გვერდზე ყოველ კვარტალში ქვეყნდება და საზოგადოებას აცნობს ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და მოლოდინს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system