თავში

კომპანიებისთვის დენის სუბსიდიისთვის სარეგისტრაციო პორტალი ხელახლა გაიხსნება

კომპანიებისთვის დენის სუბსიდიისთვის სარეგისტრაციო პორტალი
კომპანიებისთვის დენის სუბსიდიისთვის სარეგისტრაციო პორტალი ხელახლა გაიხსნება

კომპანიებისთვის, რომლებმაც ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდია ვერ მიიღო, შესაძლოა სარეგისტრაციო პორტალი ხელახლა გაიხსნას. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მინისტრის შეფასებით, პორტალის ამოქმედების შემდეგ საინფორმაციო კამპანია წარმატებით ჩატარადა, პრემიერ-მინისტრისგანაც არაერთხელ გგაჟღერდა ინფორმაცია, როგორ უნდა მოეპოვებინათ კომპანიებს დენის ტარიფის ფასნამატის კომპენსაცია.

"შესაძლოა, ხელახლა გამოცხადებაზე ვიმსჯელოთ, მათთვის ვინც ვერ მოასწრო. მივუბრუნდებით საკითხს, სავარაუდოდ მათ მეორე შანსი მიეცემათ“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, მთავრობა საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50%-ს უსუბსიდირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system