თავში

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება
კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს დღის ბოლოს იწურება.

ცნობისთვის,უკვე რეგისტრირებულ პირებსაც მიეცათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდა 35 564 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 28 717 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით, რაც 8 615 100 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეს იწურება, თუმცა თანხების გადარიცხვა კვლავაც გრძელდება.

კომპენსაციები მიიღეს დასაქმებულებმაც. მათზე ჯამში 68 771 800 ლარია გაცემული.

საერთო ჯამში მთავრობამკორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებზე 116 120 100 ლარის კომპენსაცია გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system