თავში

კომუნალურ გადასახადებზე შეღავაღების ახალი ტალღა 1 ნოემბრიდან იწყება

კომუნალურ გადასახადებზე შეღავაღების ახალი ტალღა 1 ნოემბრიდან იწყება
კომუნალურ გადასახადებზე შეღავაღების ახალი ტალღა 1 ნოემბრიდან იწყება

კომუნალურ გადასახადებზე შეღავაღების ახალი ტალღა 1 ნოემბრიდან იწყება. ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

გიორგი გახარიას თქმით, შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე და 200 მეტრ კუბ გაზზე 4 თვის მანძილზე იმოქმედებს. ამავე პერიოდში წყლის და დასუფთავების ხარჯებსაც მთავრობა დაფარავს.

"ესაა ის მინიმუმი, რაც სახელმწიფოს დღეს შეუძლია მხარში დაუდგეს მოქალაქეებს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის მომავალი წლის ბიუჯეტში 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

"ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის ასიგნებაში გათვალისწინებულია მხოლოდ მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60.0 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილია, რომლის ანაზღაურებაც მომდევნო წელს გადადის (შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ნოემბრიდან ამოქმედდება)," - აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system