თავში

კონკურენციის სააგენტომ 2 სათარჯიმნო კომპანია დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ 2 სათარჯიმნო კომპანია დააჯარიმა
კონკურენციის სააგენტომ 2 სათარჯიმნო კომპანია დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სათარჯიმნო მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიების არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა. report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას  კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 28 დეკებერს დაასრულა შპს ,,დელტა დეველოპმენტ გრუპის“ 2021 წლის 26 აპრილის საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევა, რომელიც ეხებოდა სათარჯიმნო/მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი 5 კომპანიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტს.

მოკვლევის შედეგად დადასტურდა 2 მოპასუხე ეკონომიკური აგენტის: შპს „თბილისის ბიზნეს სახლისა“ (ს/ნ: 404482608) და შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11(3) მუხლის დარღვევა. დარღვევა გამოიხატებოდა საქმიან და კომერციულ ურთიერთობებში ISO 9001:2015 სერტიფიკატისა და IQNET-ის შესაბამისი ლოგოს უკანონო გამოყენებაში, რაც სააგენტოს შეფასებით, წარმოადგენს კომპანიის პრეზენტირებას/რეკლამირებას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით.

"სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხსენებულ კომპანიებს დაეკისრათ შესაბამისი ფინანსური სანქცია და დაევალათ კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა.

ამასთან, მესამე მოპასუხე კომპანიას - შპს ,,უნივერსალურ ბიზნეს სერვისებს” დაევალა განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. კერძოდ, მომხმარებლისათვის დამაბნეველი და შეცდომაში შეყვანის რისკის მატარებელი ინფორმაციის ვებ-გვერდიდან აღება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system