თავში

კოოპერატივებს შესაძლოა ვალდებულებები გადაუვადდეთ

კოოპერატივებს შესაძლოა ვალდებულებები გადაუვადდეთ
კოოპერატივებს შესაძლოა ვალდებულებები გადაუვადდეთ

საქართველოში მოქმედ კოოპერატივებს შესაძლოა, ვალდებულებები გადაუვადდეთ. მზადაა კანონპროექტი, რომლეშიც მოთხოვნილია კოოპერატოვებისთვის ვალდებულებების გადავადება. ცვლილებას „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში დეპუტატები ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, ხატია წილოსანი, შალვა კერესელიძე ითხოვენ. 

მათ მიერ მომზადებული  კანონპროექტის მიხედვით, კოოპერატივებს მომდევნო წლის პირველ იანვარმდე ეძლევათ ვადა, რომ შეასრულონ ვალდებულებები და ერთი მხრივ, წევრთა მინიმალური რაოდენობა კოოპერატივში 9– მდე გაზარდონ, მეორე მხრივ კი საკუთარი წესდებები მოიყვანონ კანონთან შესაბამისობაში და გაწერონ, რომ მინიმალური საპაიო შენატანი 300 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ვალდებულებების დაკმაყოფილებისთვის საქართველოში მოქმედ კოოპერატივებს ვადა 2021 წლის პირველ იანვარმდე ჰქონდათ, თუმცა, Covid-19–ის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, მათ ხელი შეუშალა.

განმარტებით ბარათის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე 1016 კოოპერატივი, რომელთა უმეტესობამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო კოოპერატივების საქმიანობისა და წესდებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ცნობისთვის, საქართველოში მოქმედი კოოპერატივები გარკვეული საგადახასადო შეღავათებით სარგებლობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system