თავში

კორონავირუსის გავლენა უკრაინის ეკონომიკაზე

კორონავირუსის გავლენა უკრაინის ეკონომიკაზე
კორონავირუსის გავლენა უკრაინის ეკონომიკაზე

დაბალი ეკონომიკური აქტივობა იყო უკრაინაში, სადაც მნიშვნელოვნად შემცირდა სამრეწველო პროდუქციის წარმოება და სამომხმარებლო დანახარჯები. COVID-19 პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, გაუარესდა ინვესტიციების მოცულობა და ექსპორტი. თუმცა წლიური ინფლაცია ივნისში, საკმაოდ დაბალ ნიშნულზე იყო და 2.4% შეადგინა. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის(სსფ-ს) შეფასებით, უკრაინის რეალური ეკონომიკური ზრდა 2020 წელს -7.7% იქნება, ხოლო 2021 წელს კი 3.6%-ია პროგნოზირებული. რაც შეეხება ინფლაციას, 2020 წელს 4.5% და 2021 წელს კი 7.2%-ია მოსალოდნელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system