თავში

კორონავირუსმა საქართველო შესაძლოა სამედიცინო ტურიზმის ჰაბად აქციოს

კორონავირუსმა საქართველო შესაძლოა სამედიცინო ტურიზმის ჰაბად აქციოს
კორონავირუსმა საქართველო შესაძლოა სამედიცინო ტურიზმის ჰაბად აქციოს

ქვეყანას სამედიცინო ტურიზში ჰაბობის პოტენციალი აქვს. ამაში დავრწმუნდით ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმით, რასაც ისინი კორონავირუსთან ბრძოლისას იჩენენ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ყოფილი ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ვირუსის განეიტრალების შემდეგ ეს მიმართულება უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. 

"ის თემა, რასაც ჩვენი სამედიცინო სფერო და ექიმები გვაჩვენებენ, არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი, იმისთვის, რომ ჩვენ გადავიქცეთ სამედიცინო ტურიზმის ქვეყნად; სარეაბილიტაციო მიმართულებით არის უზარმაზარი პოტენციალი - ეს იქნება ბალნეოლოგია, საოპერაციო თუ სხვა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სამედიცინო ინდუსტრიის სერიოზული გადაიარაღება, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც გაგვაჩნია - უზარმაზარი პოტენციალი ექიმებისა, ინტელექტუალური ძალა... და არა მარტო საქართველოში. ექიმები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაში და შევუქმნათ ისეთი პირობები რომ საქართველოს მოახმარონ საკუთარი ინტელექტუალური რესურსი. უნდა მოვახერხოთ,  რომ საქართველო გახდეს სამედიცინო ეპიცენტრი რეგიონში,  სამეზობლოდან ჩვენთან უნდა ჩამოვიდეს და აქ იმკურნალონ.  აქვე უნდა დახარჯოს სამკურნალოდ ჩამოსულმა პირმა თანხა იმისთვისაც, რომ ბედნიერად და საინტერესოდ, კომფორტულად გაატაროს რეაბილიტაციის პერიოდი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system