თავში

კრიპტოვალუტები ადამიანებით ვაჭრობისთვის გამოიყენება - Fortune

კრიპტოვალუტები ადამიანებით ვაჭრობისთვის გამოიყენება - Fortune
კრიპტოვალუტები ადამიანებით ვაჭრობისთვის გამოიყენება - Fortune

აშშ-ს აუდიტის ოფისში აცხადებენ, რომ ადამიანებით და ნარკოტიკებით ვაჭრობის აღმოფხვრის მიზნით, კრიპტოვალუტის კიოსკები უფრო მკაცრად უნდა დარეგულირდეს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Fortune წერს.

მარეგულირებელმა ასევე გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ციფრული აქტივების გამოყენებაზე სუსტ ფედერალურ ზედამხედველობას აკრიტიკებს.  

მაღაზიებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში დამონტაჟებული კრიპტოვალუტის ჯიხურები საშუალებას აძლევს ადამიანებს შეიძინონ კრიპტოვალუტა ნაღდი ფულით.

Coin ATM Radar-ის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბიტკოინის კიოსკების რაოდენობა მსოფლიოში  6369-დან 34500-მდე გაიზარდა. მათი უმეტესობა, დაახლოებით 30,508 ერთეული,  შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

სამართალდამცავი და ფედერალური სააგენტოები ყოველთვის ვერ ახერხებენ კონკრეტული კრიპტომატების დადგენას. მიუხედავად იმისა, რომ მათი მწარმოებელი კომპანიები უნდა დარეგისტრირდნენ სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულების სააგენტოში, მათ არ მოეთხოვებათ რეგულარულად შეატყობინონ მანქანების კონკრეტული მდებარეობა.

„ეს ზღუდავს ფედერალური სააგენტოების შესაძლებლობას, დაადგინონ კიოსკების მუშაობა იმ ადგილებში, სადაც ფინანსური დანაშაულის რისკი მაღალია და შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანებით და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან“, - ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

მათი გამოყენების სიმარტივის გამო, კრიმინალებს შეუძლიათ არალეგალური ნაღდი ფულის გადაქცევა კრიპტოვალუტად ბანკომატების მეშვეობით. ასევე,  კიოსკები ნაკლებად რეგულირდება, ვიდრე კრიპტოვალუტის ბირჟები, ამიტომ კრიპტო კიოსკებით განხორციელებულ ტრანზაქციებზე უფრო რთულია თვალყურის დევნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system