თავში

კრიზისიდან გამოსვლის რა გზას ადგას ხელისუფლება

კრიზისიდან გამოსვლის რა გზას ადგას ხელისუფლება
კრიზისიდან გამოსვლის რა გზას ადგას ხელისუფლება

ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე covid-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდა. მისი თქმით, ეპიდემიის გამო ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და მომავალშიც შექმნის პრობლემას, თუმცა კრიზისიდან გამოსვლის გზა სწორად შეირჩა, რაც პრობლემის მოგვარების იმედს იძლევა.

,,ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული და ამ ეტაპზეც მიმდინარე სამუშაოების შედეგი იანვრის შუა პერიოდში საგრძნობლად შესამჩნევი გახდება. ვფიქრობ, რომ მთავრობამ გააკეთა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. როგორი იქნება მართვა, ეს უკვე სხვა საკითხია, წინასწარ თქმა მიჭირს მხოლოდ იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და რომელიმე პარტიის მიმართ მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი დახმარებებია გაცემული, რაც შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ ცოტაც არ არის. ეპიდემიამ უამრავი ოჯახის კეთილდღეობა შეარყია, ალბათ, თითქმის ყველას გაუჭირდება, სახელმწიფო პროექტების გარდა. კერძო ბიზნესში კი ყველაზე მეტ პრობლემას, უკლებლივ ყველა სფეროში გამოიწვევს", - ამბობს ეკონომისტი და დასძენს, რომ პანდემია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია მეზობელი სახელმწიფოები, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში იმ განსხვავებით, რომ იქ ეკონომიკის აღდგენის მეტი შესაძლებლობაა.

,,ეპიდემიამ არა მარტო სახელმწიფოები გადააწყო ახალ რეჟიმზე, მთლიანად ჩვენი ფსიქიკა შეცვალა. ის, რაც 2019 წელს იყო მსოფლიო, არასდროს იქნება, ეპიდემიამდე და ეპიდემიის შემდეგ- ასე გაიყოფა ცხოვრება და ჩვენ შეცვლილ სტანდარტთან სამუდამო შეგუება, ეპიდემიასთან ერთად ცხოვრების თავიდან შესწავლა მოგვიწევს", - ამბობს თვალჭრელიძე report.ge-თან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system