თავში

ქუჩის პროტესტის ეფექტი ეკონომიკაში

ქუჩის პროტესტის ეფექტი ეკონომიკაში
ქუჩის პროტესტის ეფექტი ეკონომიკაში

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ქუჩის პროტესტი საქართველოს ეკონომიკაში კოლაფსს გამოიწვევს, თუკი ხანგძლივად გაგრძელდება. ,,ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ განსაკუთრებით დიდი საფრთხე მოსალოდნელია ინვესტიციებში, რომელიც ეპიდემიის გამო ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაშია.

,,ერთდროულად რამდენიმე ნეგატიური ფაქტორია, რაც საქართველოს ეკონომიკაზე დამღუპველად მოქმედებს. არასტაბილური ვითარებაა და ასეთ დროს ინვესტორები კაპიტალის დაბანდებისგან კიდევ უფრო შეიკავებენ თავს. ეკონომიკაში პროცესები ისე მიდის, რომ კრიზისი უფრო გაღრმავდება და მერე ამ ჭაობიდან ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება. ჩემი აზრით, არასწორი გადაწყვეტილებაა კომენდანტის საათი, ასევე მანიფესტაციებამდე საქმის მიყვანაც. არსებული პოლარიზაციისგან თავის დაღწევისათვის საუკეთესო გზაა დიალოგი და გარკვეული შეთანხმების მიღწევა. ეკონომიკა ისედაც მძიმე სიტუაციაშია და მეტი სიფრთხილეა საჭირო , წინააღმდეგ შემთხვევაში, არასტაბილურობა ეკონომიკაზე მძიმედ აისახება",- ამბობს შეშელიძე.

ეკონომისტის შეფასებით, კრიზისული მდგომარეობა რომ გამოირიცხოს, საქართველოს რადიკალურად განსხვავებული მონეტარული პოლიტიკა სჭირდება.

როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, ბოიკოტს აგრძელებს და 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს, რის გამოც ქუჩაში პერმანენტური აქციები მიმდინარეობს. 

პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისინი პოზიციას არ ცვლიან და არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system