თავში

კურორტებზე წყლის პრობლემაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ თავის თავზე აიღო

კურორტებზე წყლის პრობლემაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ თავის თავზე აიღო
კურორტებზე წყლის პრობლემაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ თავის თავზე აიღო

"ეს არ უნდა მომხდარიყო, ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა," - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზამთრის კურორტებზე წყლის პრობლემის შეფასებისას განაცხადა.

"აქ ერთმნიშვნელოვნად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა,რომ დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი პრობლემები იყო როგორც ობიექტური მიზეზები ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები, მაგრამ ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა," -განაცხადა პრემიერმა გახარიამ.

მისივე თქმით, პრობლემის უსწრაფესად აღმოსაფხვრელად შესაბამისი უწყებები მუშაობენ

"2020 წელი უნდა დავუთმოთ სრულად იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი სახის პრობლემა არ შეიქმნას. ეს პროცესი როგორც ჩანს გაგრძელდება. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი, მოგვარებული არ არის, მაგრამ შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უახლოესი პერიოდის, უახლოესი საათების განმავლობაში ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება," - აღნიშნა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ პრობლემა არის სისტემური, შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი.

"ამ დროისთვის უნდა აღვნიშნოთ,რომ კერძო სექტორი და სახელმწიფო აქ ბევრ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა ურთიერთობის პრობლემა, სამუშაო გვაქვს ერთობლივად და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ასეთ მუშაობას დავიწყებთ ღიად, საზოგადოებისთვის ღიად ,გამჭვირვალედ თანამშრომლობას იმ სასტუმროებთან და იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოდგენილები არიან მთის კურორტებზე," - განმარტა პრემიერმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system