თავში

ქუთაისის განახლებული აეროპორტი მგზავრებს ხვალიდან მიიღებს

ქუთაისის განახლებული აეროპორტი მგზავრებს ხვალიდან მიიღებს
ქუთაისის განახლებული აეროპორტი მგზავრებს ხვალიდან მიიღებს

ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი მგზავრებისთვის ხვალ გაიხსნება. 

განახლებულ აეროპორტში ორი ტერმინალი გაერთიანდა. ფუნქციონირებს მოფრენისა და გაფრენის დარბაზები. 

განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი აქვს და საათში 1 200 მგზავრის გატარებას შეძლებს. 

მოწყობილია 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება. მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხევაში, ბარგის ჩაბარებას თავად შეძლებენ. მოწყობილია ე.წ. მწვანე გადახურვის ტერასა. 

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი არქიტექტურული კომპანია UN STUDIO-ს მიერ არის შესრულებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system