თავში

ქვეყანა დისტანციური სწავლებისათვის კვლავ მოუმზადებელია - IDFI

ქვეყანა დისტანციური სწავლებისათვის კვლავ მოუმზადებელია - IDFI
ქვეყანა დისტანციური სწავლებისათვის კვლავ მოუმზადებელია - IDFI

COVID-19-ის პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისათვის.  ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც განათლების სექტორს ეხება.

"შესაბამისად, აუცილებელია საკითხის განხილვა, სხვადასხვა პროფესიული პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დონეზე და სასწრაფო წესით ქმედითი პოლიტიკის შემუშავება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ახალი სასწავლო წლის დაწყება დისტანციური სწავლების საშუალებით და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე საკმაოდ დიდ დანაკარგებს მივიღებთ. ასევე, არსებითია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტექნიკური დახმარება, რომ ვუზრუნველყოთ სწავლის ელემენტარული პირობებით", - აღნიშნულია IDFI-ს კვლევაში.

IDFI-ს შეფასებით, სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეული დანაკარგების დღევანდელი ღირებულება საქართველოს ეკონომიკისათვის დაახლოებით 55 მლრდ ლარამდეა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება პანდემიამდე არასდროს გამოუყენებიათ და ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას. 2020 წელს, შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა. დისტანციური სასწავლო პროგრამა TEAMS-ით კი მასწავლებლებისა და მოსწავლეების 11%-ს საერთოდ არ უსარგებლიათ.

ამასთან, დისტანციური სწავლების პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს სოფლებში და რეგიონებში, მსხვილ ქალაქებთან შედარებით. სოფლებში შინამეურნეობების წილი, ვისაც არ ჰქონდათ კომპიუტერი და ინტერნეტი 68%-ს და 26%-ს შეადგენდა, შესაბამისად. თუმცა, იმავე პერიოდში, შინამეურნეობების წილი ქალაქებში ანალოგიური გამოწვევებით 24% და 9% იყო, შესაბამისად.

473 სოფელი და საერთო ჯამში 2,000-მდე დასახლება ჯერ კიდევ ელოდება მაღალი სიჩქარისინტერნეტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს გამოცხადებული “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” ფარგლებში უნდა მიეღოთ.

გარდა ამისა, რეგიონები უფრო მეტად არიან დამოკიდებული საკლასო განათლებაზე. COVID პანდემიის რისკების მიუხედავად სოფლებში მაცხოვრებელი მოსწავლეების 75%, ხოლო ქალაქში მაცხოვრებლების 46% დაუბრუნდა საკლასო ოთახებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system