თავში

ქვეყანაში დაკრედიტების ტემპის კლებას ელიან

ქვეყანაში დაკრედიტების ტემპის კლებას ელიან
ქვეყანაში დაკრედიტების ტემპის კლებას ელიან

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, ქვეყანაში დაკრედიტების ზრდის ტემპი შემცირდება. ამის შესახებ TBC Capital-ის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული. ორგანიზაცია სესხების ზრდის 9%-იან ტემპს პროგნოზირებს, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. TBC Capital-ის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, უცვლელია 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ის კვლავ 4%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზს, TBC Capital-ი  2021 წლის დეკემბერში, ერთი დოლარის ღირებულებას  3.2-3.5 ლარის ფარგლებში ვარაუდობსმ ხოლო ინფლაცია, მათი პროგნოზით. მიმდინარე წლის ბოლოს 6%-7%-იან ნიშნულს მიაღწევს. 

პროგნოზი შემდეგ დაშვებებს ეფუძნება: 2021 წელს მშპ-ის 4.0%-იანი ზრდა; სასაქონლო ფასების მაღალი ზრდა; საქართველოს ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსების მეტნაკლები სტაბილურობა და მათი ინფლაციის მაჩვენებლების ზომიერი ზრდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system