თავში

ქვეყანაში შემოსასვლელად PCR ტესტის პასუხი ყველასთვის სავალდებულო ხდება

ქვეყანაში შემოსასვლელად PCR ტესტის პასუხი ყველასთვის სავალდებულო ხდება
ქვეყანაში შემოსასვლელად PCR ტესტის პასუხი ყველასთვის სავალდებულო ხდება

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, 15 სექტემბრიდან ქვეყანაში შემოსასვლელად PCR ტესტის პასუხი დასჭირდებათ.

საზღვრის კვეთისას მოქალაქეებსბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა მოუწევთ.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კარანტინის ვადა იზღუდება 9 დღემდე. ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც არის ნაცვალგების ქვეყნების ჩამონათვალში და ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეა, ხვალიდან საზღვრის კვეთას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებს, თუკი წარმოადგენენ 72-საათიან ვალიდურობის მქონე PCR ტესტს“, - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 16-17 სექტემბერს საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს Covid-19 თან ბრძოლის წარმატებული ისტორია აქვს.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ჩამოვლენ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა რუმინეთი, ესპანეთი, საბერძნეთი და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა ქვეყნები. მისივე თქმით, ღონისძიებაზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system