
მთავრობა ქვეყანაში სისტემურ ლოკდაუნს არ გეგმავს. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებს მიჰყვება და საბოლოო ჯამში შეზღუდვების საკითხი ყველა ჩვენგანზე, წესების დაცვასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„ დღეს ამის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ ესაა წესების დაცვის ელემენტარული პასუხისმგებლობა. კანონის დაცვა, წესების დაცვა დღეს მართლა პატრიოტიზმია“,-აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ მთავრობა ბიზნესის გვერდით დგომას გააგრძელებს.
ბელა გელაშვილი
ავტორი