თავში

ქვეყნების გლობალური კაპიტალის ოდენობა სამჯერ გაიზარდა

ქვეყნების გლობალური კაპიტალის ოდენობა სამჯერ გაიზარდა
ქვეყნების გლობალური კაპიტალის ოდენობა სამჯერ გაიზარდა

McKinsey Global Institute-ის (MGI) მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2000 წლიდან დღემდე, გლობალური სიმდიდრე 156 ტრილიონი აშშ დოლარიდან 514 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg  წერს.

ამავდროულად, ჩინეთმა შეერთებულ შტატებს გაუსწრო და მსოფლიო ლიდერი გახდა. 

MGI-მ 10 წამყვანი ქვეყანა გამოიკვლია, მათ შორის,  ჩინეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, მექსიკა და შვედეთი. 20 წლის განმავლობაში გლობალური წმინდა კაპიტალი გასამმაგდა და 514 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. 

”ჩვენ ახლა უფრო მდიდრები ვართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით”, - ვკითხულობთ MGI-ის ანგარიშში.

ზრდის თითქმის მესამედი ჩინეთზე მოდის: ქვეყნის კაპიტალი 7 ტრილიონი დოლარიდან 120 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. აშშ-ს ქონება  50 ტრილიონი დოლარით 90 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, გერმანიისა და საფრანგეთის - 14 ტრილიონი დოლარით, დიდი ბრიტანეთი - 7 ტრილიონი დოლარით.

MGI-ს ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ მსოფლიო სიმდიდრის 68% უძრავ ქონებაშია. ბოლო 20 წლის განმავლობაში სიმდიდრის ზრდამ გლობალური მშპ-ს ზრდას გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system