თავში

კვერცხის ქართული წარმოება ზარალზეა

კვერცხის ქართული წარმოება ზარალზეა
კვერცხის ქართული წარმოება ზარალზეა

სამომხმარებლო ბაზარზე კვერცხი ძვირდება, ხოლო მწარმოებლები ყოველთვიურად გაუყიდავი პროდუქტის გამო ათასობით ლარის ზარალს განიცდიან. ამის შესახებ report.ge-ს ,,პატარძეულის ქარხნის" დირექტორმა ოთარ მუჩიაშვილმა აცნობა. მისი ინფორმაციით, ოქტომბერში ქარხანამ 500 ათასი კვერცხი გადაყარა იმის გამო, რომ რეალიზაცია ვერ მოხერხდა. 

,,გამოაგნებელია სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, კვერცხი ძვირდება. ჩვენს შემთხვევაში არაფერი იცვლება, მაღაზიები იაფად, 19-20 თეთრად ყიდულობენ ჩვენგან კვერცხს და ბაზარზე გაორმაგებულ ფასს ადებენ. ბოლო 1 წლის განმავლობაში 1-1,50 თეთრის ფარგლებში გავაძვირეთ, მეტი შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან დემპინგს ვერ ვუმკლავდებით. გაურკვეველი წარმოშობის კვერცხი იყიდება, იმპორტიორებს იაფად შემოაქვთ უკრაინიდან და თურქეთიდან და სიიაფის გამო ხალხი ასეთ კვერცხს ეტანება, ჩვენ კი ყოველთვიურად ვაზარალობთ და უკვე ვერც ავუდივართ დანაკარგს. ოქტომბერში 500 ათასი კვერცხი გადავყარეთ, დაახლოებით ამდენივე სექტემბერში და დიდი ხანია უკვე, რაც ასე გრძელდება. ყოფილა შემთხვევა, რომ 10 თეთრადაც გაგვიყიდავს საუკეთესო ხარისხის კვერცხი, როცა თვითღირებუილება 18 თეთრია, რეალურად ძალიან გვიჭირს და ჯერჯერობით ვერც გამოსავალს ვხედავ", - აღნიშნავს მეწარმე.

ცნობისთვის, საქართველოში კვერცხი, როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში გაძვირებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ დღეს განახლებულ ინფლაციის მიმოხილვაში.

წლიურად კვერცხი დაახლოებით 6.0%-ით, ხოლო, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 2.7 პროცენტით კვერცხზე ფასი გაიზარდა 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system