თავში

კვლევა-განვითარებაზე გაწეული ხარჯით საქართველო რეგიონის ლიდერია

კვლევა-განვითარებაზე გაწეული ხარჯით საქართველო რეგიონის ლიდერია
კვლევა-განვითარებაზე გაწეული ხარჯით საქართველო რეგიონის ლიდერია

მსოფლიო ბანკის განვითარების ინდიკატორებს (World Development Indicators) შორის ერთ-ერთია კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯები მშპ-სთან მიმართებით, რაც მოიცავს ყველა რეზიდენტი კომპანიის, კვლევითი ინსტიტუტის, უნივერსიტეტისა და სახელმწიფოს მიერ R&D-ზე გაწეულ მთლიან დანახარჯებს. ბოლო მონაცემებით,  კვლევა-განვითარებაზე (R&D) გაწეული დანახარჯები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.3%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალია, თუმცა აჭარბებს რეგიონის ქვეყნების - სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს. ამ მაჩვენებელით სამეზობლოდან საქართველოს მხოლოდ თურქეთი უსწრებს მშპ-ში კვლევა-განვითარების ხარჯის 0.9%-ით. აზერბაიჯანში ამ ხარჯის წილი მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) 0,1%-ს უტოლდება. ამდენივე ხარჯს წევს კვლევა-განვითარებაზე სომხეთიც.  

მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით კვლევა-განვითარებაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით ლიდერობს ისრაელი (4.95%), სამხრეთ კორეა (4.81%), შვედეთი (3.34%), იაპონია (3.26%) და ავსტრია (3.17%). ევროკავშირის ქვეყნები საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 2.18%-ს ხარჯავენ კვლევა-განვითარებაზე, OECD-ის წევრი ქვეყნები - საშუალოდ 2.58%-ს, ხოლო, ევროპისა და ცენტრალურ აზიის ქვეყნები - საშუალოდ 1.98%-ს.

რამდენს ხარჯავენ ქვეყნები კვლევა-განვითარებაზე, იხილეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system