თავში

როგორ აპირებს მთავრობა პირველადი ჯანდაცვის ეფექტურობის ზრდას

როგორ აპირებს მთავრობა პირველადი ჯანდაცვის ეფექტურობის ზრდას
როგორ აპირებს მთავრობა პირველადი ჯანდაცვის ეფექტურობის ზრდას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ზდით, შესაძლოა, 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების სერვისების გამოყენება.

„28%-ით შეიძლება შემცირდეს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სერვისების უტილიზაცია და გამოყენება, თუ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემა შესაფერისად მუშაობს. ასევე შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს სიკვდილიანობა, ადრეული გამოვლენის და პრევენციის ხარჯზე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია შემცირდეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ჩვენს სისტემას ძალიან მძიმე ტვირთად აწევს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ეფექტიანობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ქრონიკული დაავადებების კონტროლი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები და ინფექციური დაავადებების კონტროლი.

გაბუანიას თქმით, საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს არასაჭირო, ძვირადღირებული სერვისის დაზოგვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system