თავში

 ლაგოდეხის წყლის ხარისხის ვარგისიანობა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება

 ლაგოდეხის წყლის ხარისხის ვარგისიანობა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება
 ლაგოდეხის წყლის ხარისხის ვარგისიანობა ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია ლაგოდეხის მოსახლეობისთვის დაბინძურებული სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რასაც როგორც კომპანიის ლაბორატორიების , ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ლაგოდეხში აღებული წყლის ხარისხის ვარგისიანობის დასკვნები ადასტურებს.

კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, აბონენტებს ძველი დავალიანების დაფარვა გრაფიკის მიხედვით შეუძლიათ.

„რაც შეეხება მრიცხველების დემონტაჟს, ეს ვერ მოხდება, ხოლო ძველ დავალიანებასთან დაკავშირებით, კომპანიამ მოსახლეობას ვალის 3 თვიდან 3 წლამდე გადანაწილება შესთავაზა და მათ ამ გრაფიკით გადახდის შესაძლებლობა აქვთ”, - აღნიშნა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ლაგოდეხის მოსახლეობა გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი თვის წინ შეთანხმდნენ, რადგან აბონენტებისთვის 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებისა და წყლის რაციონალურად გამოყენებისთვის გამრიცხველიანება აუცილებელი პირობაა.

მრიცხველების არ არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, რაც მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას და 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა შეუძლებელია.

რაც შეეხება ტარიფს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ ლაგოდეხი სარგებლობს 2010 წელს დადგენილი სტანდარტული ტარიფით, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოპერირებს, სატარიფო პოლიტიკას კი ადგენს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ლაგოდეხის მოსახლეობამ აქცი გამართა და სასმელი წყლის უხარისხობა გააპროტესტა. ადგილობრივების თქმით, მილები, რომლებშიც წყალი უნდა გადიოდეს მოხმერებიდან თითქმის ამოღებულია. ლაგოდეხელების თქმით, გამრიცხველიანების შემდეგ წყლის ტარიფი გაეზარდათ, რის გამოც ისინი მრიცხველების დემონტაჟს ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system