თავში

ლარი 0.0001 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0001 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0001 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1547 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.1546 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0001  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.7440 ლარად არის შესაძლებელი. სამშაბათს 1 ევრო 3.7521 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0081  პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 16 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 17 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1613 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system