ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3232 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3242 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.001 პუნქტით გამყარდა.
1 ევროს შეძენა კი 3.9606 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9770 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0164 პუნქტით გამყარდა.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 12 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 13 მარტიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 15 მარტის საღამოს 17:00 საათამდე იქნება ვალიდური.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3199 ლარად ივაჭრება.
მარიამი ჩიტაია
ავტორი