ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3021 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3004 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0017 პუნქტით გაუფასურდა.
1 ევროს შეძენა კი 3.9209 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3,9090 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0119 პუნქტით გაუფასურდა.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 17 ნოემბერს დაადგინა, ხვალიდან, 18 ნოემბრიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3013 ლარად ივაჭრება.
მარიამი ჩიტაია
ავტორი