თავში

ლარი 0.0019 პუნქტით გამყარდა

ლარი 0.0019 პუნქტით გამყარდა
ლარი 0.0019  პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4529 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4548 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0019  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა 4.1666  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1727 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0061  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 28 აპრილს, დაადგინა, ხვალიდან, 29 აპრილიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4493 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system