თავში

ლარი 0.0031 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0031 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0031 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0782 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0751 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0031 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6372 ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.6468 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0096  პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 3 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 4 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0782 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system