თავში

ლარი 0.0032 პუნქტით გამყარდა

ლარი 0.0032 პუნქტით გამყარდა
ლარი 0.0032 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3011 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3043 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0032 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0032 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0147 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0115 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 26 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 27 იანვრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3000 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system