თავში

ლარი 0.0034 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0034 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0034  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3040 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3010 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0034 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 4.0228  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.0064 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0164  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 22 იანვარს დაადგინა, ხვალიდან, 23 იანვრიდან ამოქმედდება და მომდევნო უქმეების განმავლობაში, 25 იანვრის საღამოს 17:00 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2985 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system