ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0762 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0714 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0048 პუნქტით გაუფასურდა.
1 ევროს შეძენა კი 3.6862 ლარად არის შესაძლებელი. პარასკევს 1 ევრო 3.6614 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0248 პუნქტით არის გაუფასურებული.
გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 1 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.
ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0730 ლარად ივაჭრება.
მარიამი ჩიტაია
ავტორი