თავში

ლარი 0.0053 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0053 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0053  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3004 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2951 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0053  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9090  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3,8961 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0129  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 16 ნოემბერს დაადგინა, ხვალიდან, 17 ნოემბრიდან ამოქმედდება. 
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2950 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system