თავში

ლარი 0.0055 პუნქტით გამყარდა

ლარი 0.0055 პუნქტით გამყარდა
ლარი 0.0055  პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3138  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3193 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0055  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9424  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3,9447 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0023  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 25 ნოემბერს დაადგინა, ხვალიდან, 26 ნოემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3112 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system