თავში

ლარი 0.007 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.007 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.007 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3413 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3299 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.007 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9508 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9621 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0113 პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 24 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 25 მარტიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3400 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system