თავში

ლარი 0.0093 პუნქტით გამყარდა

ლარი 0.0093 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2181 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2274 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0093 პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.8086 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.8267 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0181  პუნქტით გამყარდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 22 ოქტომბერს დაადგინა, ხვალიდან, 23 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2215 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system