თავში

ლარი 0.0097 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0097 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0097  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.4271 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.4174 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0097  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა 4.1656  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 4.1590 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0066 პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 11 მაისს, დაადგინა, ხვალიდან, 12 მაისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.4250 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system