თავში

ლარი 0.0108 პუნქტით გამყარდა

ლარი 0.0108 პუნქტით გამყარდა
ლარი 0.0108 პუნქტით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0696  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0804 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0108  პუნქტით გამყარდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6243  ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.6389 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0146  პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 27 აგვისტოს დაადგინა, ხვალიდან, 28 აგვისტოდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვისBloomberg-ზე 1 დოლარი 3.0735 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system