თავში

ლარი 0.0125 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0125 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0125  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3073 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.2948 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0125  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9215 ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3,8971 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0244  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 20 ნოემბერს დაადგინა, ხვალიდან, 21 ნოემბრიდან ამოქმედდება და მთელი უქმებიის განმავლობაში, 23 ნოემბრის საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3080 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system