თავში

ლარი 0.0128 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0128 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0128  პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3846 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.3718 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0128 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.9840  ლარად არის შესაძლებელი. ამ დრომდე 1 ევრო 3.9733 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი ევროსთან 0.0107  პუნქტით გაუფასურდა.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 29 მარტს, დაადგინა, ხვალიდან, 30 მარტიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3837 ლარად ივაჭრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system