თავში

ლარი 0.0151 პუნქტით გაუფასურდა

ლარი 0.0151 პუნქტით გაუფასურდა
ლარი 0.0151 პუნქტით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.1140  ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0989 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით 0.0151  პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3.6929  ლარად არის შესაძლებელი. ხუთშაბათს 1 ევრო 3.6679 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.025  პუნქტით არის გაუფასურებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 11 სექტემბერს დაადგინა, ხვალიდან, 12 სექტემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1150 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system